ეს პროფესორი იყო ვილჰელმ კონრად რენტგენი. ის მუშაობდა ვიურცბურგის ინსტიტუტში, რომლის ლაბორატორიაშიც გააკეთა ეს აღმოჩენა, შეისწავლიდა რა კრუკსის მილში (მინის მილი ამოტუმბული ჰაერით) მიმდინარე მოვლენებს. მილზე ორივე მხრიდან მირჩილულია ლითონის ელექტროდები, მათთან დენის მიტანით გაიშვიათებულ ჰაერში ხდება ელქტრული განმუხტვა, რის გამოც მილში არსებული ჰაერი და მილის კედლები ანათებენ ცივი შუქით. აღმოჩენა ასე მოხდა: კრუკსის მილთან ექსპერიმენტების ჩატარების დროს შემთხვევით ახლოს აღმოჩნდა გაუმჟღავნებელი ფოტოფირების შეკვრა, რომლებიც გახვეული იყო შავ სინათლეგაუმტარ ქაღალდში. როდესაც ვილჰელმ რენტგენმა დაიწყო მათი გამჟღავნება, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე დასხივებული იყო. ეს მრავალჯერ განმეორდა. კრუკსის მილთან ახლოს მდებარე ახალი ფოტოფირები ფუჭდებოდა. მრავალმა მეცნიერმა რენტგენამდე დიდი ხნით ადრე მიაქცია ყურადღება დასხივებულ ფირებს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა. რენტგენი უფრო შორს წავიდა: დაიწყო ექსპერიმენტები, რომ დაედგინა რა მოხდა.
ეს პროფესორი იყო ვილჰელმ კონრად რენტგენი. ის მუშაობდა ვიურცბურგის ინსტიტუტში, რომლის ლაბორატორიაშიც გააკეთა ეს აღმოჩენა, შეისწავლიდა რა კრუკსის მილში (მინის მილი ამოტუმბული ჰაერით) მიმდინარე მოვლენებს. მილზე ორივე მხრიდან მირჩილულია ლითონის ელექტროდები, მათთან დენის მიტანით გაიშვიათებულ ჰაერში ხდება ელქტრული განმუხტვა, რის გამოც მილში არსებული ჰაერი და მილის კედლები ანათებენ ცივი შუქით.
ReplyDeleteაღმოჩენა ასე მოხდა: კრუკსის მილთან ექსპერიმენტების ჩატარების დროს შემთხვევით ახლოს აღმოჩნდა გაუმჟღავნებელი ფოტოფირების შეკვრა, რომლებიც გახვეული იყო შავ სინათლეგაუმტარ ქაღალდში. როდესაც ვილჰელმ რენტგენმა დაიწყო მათი გამჟღავნება, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე დასხივებული იყო. ეს მრავალჯერ განმეორდა. კრუკსის მილთან ახლოს მდებარე ახალი ფოტოფირები ფუჭდებოდა.
მრავალმა მეცნიერმა რენტგენამდე დიდი ხნით ადრე მიაქცია ყურადღება დასხივებულ ფირებს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა. რენტგენი უფრო შორს წავიდა: დაიწყო ექსპერიმენტები, რომ დაედგინა რა მოხდა.