მობილურები


1 comment:

  1. მობილური ტელეფონი — ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.
    გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infrared, Bluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.

    ReplyDelete